პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის ჯერ არ დგინდება - ტიკარაძე გარდაცვლილ ექიმზე

გამოქვეყნდა:

"მედ კაპიტალის" ექიმს გარდაცვალებასა და კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას შორის პირდაპირი კავშირი პირველადი კვლევებით დადგენილი არ არის - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი გარდაცვლილი ექიმის თემაზე საუბრისას.

"ამ წუთას რეგულირების სააგენტო იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკვლევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის, ამ ეტაპისთვის დადგენილი არ არის. მიმდინარეობს მოკვლევა", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისში, კლინიკა "მედ კაპიტალის" პედიატრიული განყოფილების ექიმი კორონავირუსზე აცრიდან 2 კვირის შემდეგ  გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

ვაქცინაციის ბრალი რომ ყოფილიყო, იმავე დღეებში უნდა გამოვლენილიყო - ჩაფიძე გარდაცვლილ ექიმზე
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი