"ოცნება" მზად იყო დოკუმენტზე "მცირედი შესწორებებით" ხელის მოსაწერად - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის, განცხადებით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მმართველი გუნდი მზად იყო მცირედი შესწორებებით დოკუმენტზე ხელის მოსაწერად.

"საბოლოო ჯამში, ქართული ოცნება მზად იყო და არის იმ საკითხებზე ხელის მოსაწერად, რაც იყო, მცირედი შესწორებებით და აქ საუბარია მხოლოდ ისეთ დეტალებზე, რაც მაგალითად, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არის: 2/3-ზე და ა.შ", - განაცხადა მან.

მდინარაძემ მისი თანაპარტიელების მსგავსად, შეთანხმების ჩაშლაში ოპოზიცია დაადანაშაულა:

"ულტიმატუმებად აყენებდნენ ისეთ საკითხებს, რომელთა არ არსებობამ (დანიელსონის დოკუმენტში), პირდაპირ ვიტყვი, შოკში ჩააგდო ოპოზიცია", - თქვა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძე ამბობს, 20 საკითხი იყო განსახილველი, რომელთაგან 3-4 საკითხზე მსჯელობა და დისკუსია შეიძლეობოდა, თუმცა:  "1 ნაბიჯიც კი არ გადმოიდგა, არათუ კომპრომისული, საერთოდ განხილვაც არ შედგა... მაგალითად, ვადამდელი არჩევნების გარეშე, მაგალითად, რურუას გათავისუფლების გარეშე".

მისივე თქმით, "მხარე, რომელიც იყო კომპრომისული, ანუ "ქართული ოცნება" ყველაფერზე თანმხდებოდა".

შეგახსენებთ, რომ 30 მარტს დანიელსონის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა ევროპელი მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. კრისტიან დანიელსონმა საქართველო უკვე დატოვა, ის მოლაპარაკებაზე ინფორმაციას შარლ მიშელს მიაწვდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი