20 ივნისის ამნისტია შეთანხმების ნაწილი იყო, ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ - კობახიძე

გამოქვეყნდა:

მმართველი გუნდი 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ამნისტიაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს - აცხადებს ირაკლი კობახიძე და განმარტავს, რომ 20 ივნისის საქმე შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იყო და არა რეფორმების პაკეტის.

"20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იყო - ის რეფორმების პაკეტი არ არის, გამომდინარე აქედან, ამაზე ბუნებრივია ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ",-თქვა კობახიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში საუბარი 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებსაც შეეხებოდა. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში უნდა მომხდარიყო კანონის ამნისტიის შესახებ ინიცირება, რომელიც 2019 წლის 19 - 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

გუშინ, 30 მარტს ევროპელი საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებს შორის 8 საათიანი მოლაპარაკება კვლავ უშედეგოდ დასრულდა. კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არც ერთმა მხარემ არ მოაწერა. 

რა წერია დანიელსონის დოკუმენტში, რომელსაც მხარეებმა ხელი არ მოაწერეს (სრული ვერსია)

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი