"ამნისტია არის პატიების აქტი, ჩვენ ამაზე თანახმა ვიყავით, ამას წინ უძღოდა ჩვენი პოზიციის გაზიარება გირაოს გადახდის შესახებ. თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, პროკურატურას აღებული აქვს ვალდებულება მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. სპეკულაციები მათი მხრიდან, რომ დღეს პატიმრობა აქვს შეფარდებული და როგორ შეიძლება? როგორ შეიძლება და მე როგორც იურისტი მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ როგორც კი იქნება ეს გარემოება, პროკურატურა მზადაა შეუცვალოს აღკვეთის ღონისძიება. ნიკა მელიას, როგორც კი ის გადაიხდის გირაოს და აღკვეთის ღონისძიება შეეცვლება უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით, ეს იყო შეთანხმების ნაწილი და ჩვენ ამ შეთანხმებაზე მივდიოდით", - თქვა მამუკა მდინარაძემ

მამუკა მდინარაძე ჩაშლილ მოლაპარაკებებზე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი