ეს პაციენტი გარდაიცვალა გულ-ფილტვის უკმარისობით - მაღლაკელიძე გარდაცვლილ ექიმზე

გამოქვეყნდა:

ჩაფიძის სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ 52 წლის ექიმის გარდაცვალების მიზეზი გულ-ფილტვის უკმარისობა გახდა.

ამ თემაზე კომენტარი კლინიკაში ცოტა ხნის წინ გააკეთეს

"ჰქონდა სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა, ჟანგბადდამოკიდებული იყო ეს ქალბატონი, რაც ნიშნავს იმას, რომ სჭირდებოდა მუდმივი ჟანგბადის თერაპია, აქედან ჩამოუყალიბდა მას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ფილტვების ფიბროზი, მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა, გულის უკმარისობა ჰქონდა, კარდიალური ასთმა, გულ-ფილტვის უკმარისობით ეს პაციენტი გარდაიცვალა", - თქვა თამაზ მაღლაკელიძემ.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი