
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
პაპუაშვილის კანდიდატურას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. მან თეა წულუკიანი შეცვალა, რომელიც პრემიერის 19 მარტის განკარგულებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა.