საკონსტიტუციო ცვლილებისთვის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო ცვლილებისთვის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ფრაქციების ლიდერებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ გამოაცხადა.

საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრის გადადებასთან დაკავშირებით წინადადება გიორგი ვოლსკიმ დააყენა.

საპარლამენტო უმრავლესობაში პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. დეპუტატების ნაწილისთვის მიუღებელია მაჟორიტარული სისტემის გაუქმება.

დილით კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ იმსჯელეს. ე.წ. ამბოხებული დეპუტატები ამბობენ, რომ ივანიშვილი მაჟორიტარული სისტემის მომხრე დეპუტატებზე გარკვეულწილად ზეწოლას ახდენდა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი