
ჩვენი ქვეყნის საჯარო მოხელეობა დიდი ტვირთია და გარკვეულწილად მესმის მისი - "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი, ვანო მაჭავარიანის ფინანსთა მინისტრობიდან გადადგომას ეხმაურება. წილოსანი ამბობს, რომ მაჭავარიანს წასვლის "მოსაზრება რამდენჯერმე ჰქონდა" და "საჯარო მოხელეობა აღარ უნდოდა".
წილოსანის აზრით, ყოფილი მინისტრი პოლიტიკაში არ დარჩება, "მითუმეტეს გიორგი გახარიასთან"
ჰქონდა რამდენჯერმე ეს მოსაზრება, თუმცა ესე გადაწყვეტილი არ იყო. შეიძლება ქვეყანაში მოცემული მდგომარეობიდან გამომდინარე გადადო, მაგრამ ისიც ვიცი, რომ საჯარო მოხელეობა აღარ უნდოდა. ძალიან დიდი ტვირთი ჰქონდა და ალბათ აქედან გამომდინარე ჰქონდა სურვილი. ვანო მაჭავარიანის უშუალო მონაწილეობით იქნა დახმარება მიღებული, ყველაზე საჭირო დროს. მე არ მგონია, რომ ვანო მაჭავარიანი პოლიტიკაში დარჩეს. მით უმეტეს გიორგი გახარიასთან." ამბობს წილოსანი.
მისივე თქმით, მაჭავარიანის შემცვლელს პრემიერი მალე დაასახელებს:
არ მგონია, კადრი უკვე მომზადებული იყოს, მაგრამ პრემიერმინისტრი ძალიან მალე წარადგენს შესაბამის მომზადებულ კადრს.
არც ვანო მაჭავარიანის შემთხვევაში, არც რომელიმე მინისტრის შემთხვევაში არ შემიძლია ვთქვა, რომ არ იღებს პასუხისმგებლობას. შეიძლება ეს იყოს ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე." ამბობს წილოსანი.