
ნამახვანჰესის გაჩერებულ პროექტზე პირველი შეხვედრა ხელისუფლებასა და ექსპერტებს შორის დღეს გაიმართა. შეთანხმდნენ, რომ პროქტის შესახებ ყველა სახის კვლევას ეკონომიკის სამინისტრო გაასაჯაროებს და დაინტერესებულ მხარეებს გადასცემს. აღმოჩენილ რისკებსა და დარღვევებზე კი მორიგი შეხვედრა 2 თვეში შედგება.
ეკონომიკის მინისტრი სკეპტიკოსების შეშფოთებას არ იზიარებს. ამტკიცებს, რომ ყველა კვლვევა სათანადოდაა ჩატარებული, თუმცა განმეორებით შესწავლას მაინც თანხმდება.
ექსპერტები კი გეოლოგიურ და ფისკალურ რისკებზე საუბრობენ, რომლის გამოც ახალი სადგური საქართველოს ეკოლოგიასაც ემუქრება და ქვეყნის ენერგეტიკასაც.
მე გამოვდივარ ჩემი კუთხით სეისმური კვლევა, ფაქტობრივად ის კვლევა რაც უდევს ამ პროექტს, ეს არის განსაზღვრული ასეისმურ რეგიონზე. რეალურად, 10 ათასი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ძალიან პატარა მიწისძვრა ხდება თურმე მაქსიმალური მიწისძვრა მოსალოდნელი თურმე ძალიან პატარაა. 03 ჟ-ზე რაც არის დამტკიცებული პროექტი, ეს არის არასწორი კი არა, დანაშაული - ამბობს თეა გოდოლაძე.