პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს - ოხანაშვილი მაჭავარიანის გადადგომაზე

გამოქვეყნდა:

არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი ფინანსთა მინისტრის გადადგომას.

რა თქმა უნდა, მთავრობის მეთაურის სახელით ვერ ვისაუბრებ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება შექმნილ სიტუაციას, პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს, მითუმეტეს, როცა მნიშვნელოვანი გამოწვევებია ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად. არ მგონია, რომ ვინმე, რაიმე პასუხისმგებლობას გაურბოდეს. ეს ინფორმაცია ჩემთვისაც ახლა გახდა ცნობილი, არ ვიცი რაშია საქმე, გავარკვევთ გუნდში. "ქართული ოცნება" არის გუნდი, რომელიც არასდროს გაურბის პასუხისმგებლობას და არავინ არ გავექცევით პასუხისმგებლობას, ჩვენ გვაქვს ჩვენი საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები, ეს არის ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, გვაქვს პანდემიის სიტუაცია, სადაც ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა უპირველესია, ასევე ეკონომიკა, სოციალური მიმართულება. ამ დროს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა და ბევრი ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ საზოგადოებას ტვირთი. არ მინდა დავუშვა, რომ ვინმე რამე ტიპის პასუხისმგებლობას გაექცა, - ამბობს ოხანაშვილი. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი