პოლიტიკური ჩარევები მედიაში - გაფრთხილება აშშ-დან 

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური ჩარევა მედიაში და ზეწოლა დამოუკიდებელ მაუწყებლებზე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რუსთავი 2-ის საქმის განხილვას ვრცელი ანალიზი ეთმობა. წერია, რომ არხი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების გამო თანამშრომლებმა დატოვეს და იპოვეს სივრცე, სადაც ხელისუფლების კრიტიკას და მამხილებელი მასალების გაშუქებას განაგრძობენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნიკა გვარამიასა და გიორგი რურუას საბრალდებო საქმეებიც მოხვდა, სადაც საეჭვოდაა მიჩნეული მათ წინააღმდეგ საქმეების აღძვრა ახალი მაუწყებლის „მთავარი არხის“ დაფუძნების პარალელურად.

ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადების დანაშაულებრივი სქემა. თუ როგორ გადაწყვიტა შურისძიება ტელეწამყვანის მონოლოგის შემდეგ კადიროვმა და როგორ დაიქირავა ჟურნალისტის გასანეიტრალებლად ვასამბეკ ბოკოვი.

სახელმწიფო ანგარიშში, ტვ პირველის დამფუძნებლის ავთო წერეთლის საბრალდებო საქმეც მოხვდა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ცალკე თავი საქართველოში არსებული მედიაგარემოს ეხება. დოკუმენტში მაგალითად მოყვანილია მესამე სექტორის შეფასებები მედია პოლარიზებასა და ხელისუფლების გავლენებზე. წერია ისიც, რომ მთავრობას ჰქონდა ბევრი მცდელობა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარეულიყო და რიგ შემთხვევებში ოცნების ზეწოლამ გაამართლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი