"გარბიან ეს ადამიანები, გემი იძირება" - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

გარბიან ეს ადამიანები, გემი იძირება და ამიტომ ეს არ არის ამ პროცესის დასრულება, ეს მხოლოდ დასაწყისია - ფინანსთა მინისტრობიდან ივანე მაჭავარიანის გადადგომას ენმ-ში ეხმაურებიან.

პარტიის ერთ ერთი ლიდერი, კობა ნაყოფია ამბობს, რომ ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკურ- სოციალური მდგომარეობაა, "ოცნება" ყოველდღიურად კარგავს მხარდაჭერას და შესაბამისად, გუნდიდან "გარბიან"

ჯერ პრემიერ-მინისტრის გადადგომა, ახლა კი ფინანსთა მინისტრის, მეტყველებს, რა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე, თუმცა შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავლად ბობოხიძეს პოლიტიკური შეთანხმება მიაჩნია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი