
"რა თქმა უნდა, ჩვენი პარტია იწყებს მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ამ დიალოგის დასრულების შემდეგ ჩვენ აქტიურად გადავერთვებით თვითმმართველობის არჩევნებზე. ჯერ ადრეა მერობის კანდიდატის დასახელება, თუმცა პირველი შეთავაზება გუნდისგან, რა თქმა უნდა, ექნება სწორედ კახა კალაძეს“
არჩილ თალაკვაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და მერობის სავარაუდო კანდიდატზე "იმედის" ეთერში ისაუბრა.