ნაცმოძრაობის აქტივი პოზნერის განდევნას მისი წარმომავლობის გამო ითხოვდა - მდინარაძე 

გამოქვეყნდა:

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოდან წასვლას არა კანონის დარღვევის გამო, არამედ მათი წარმომავლობისა და განცხადებების გამო ითხოვდნენ.

"ნაცმოძრაობის აქტივი და აქტივისტები და მათი ლიდერები მის განდევნას არა კანონის დარღვევის გამო, არამედ მისი წარმომავლობის, და საქართველოსთან მიმართებაში გამოთქმული, პირველ რიგში ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელი მოსაზრებების გამო ითხოვს. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომეთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ ცალმხრივად გაუუქმა სავიზო რეჟიმი.

ოღონდ მანამდე უნდა ვიმსჯელოთ მაგალითად ნაცმოძრაობის მომხრე პოლიტიკოსი ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა საქართველოში რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პრაქტიკულად იგივე თქვა რაც პოზნერმა თავის დროზე, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

მდინარაძის თქმით, ასევე, უნდა ვიმსჯელოთ უნდა იყვნენ თუ არა საჯარო სივრცეში ის ადამაინები, რომელბმაც ხელი მაოწერეს რეზოლუციას, სადაც შავით-თეთრზე ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. 

"მათ შორის პროტესტანტი გიორგი კანდელაკი, გოკა გაბაშვილი და ა.შ." - თქვა მან. 

მან ასევე თქვა, რომ სამსჯელოა ნინო ბურჯანაძის, ელენე ხოშტარიას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიგა მაქარაშვილის საკითხები.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი