
ოკუპირებული ცხინვალიდან დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს. ოკუპანტებმა ის ცოტა ხნის წინ საქართველოს მიერ კონტროლირებად მხარეზე გადმოიყვანეს. ის დაახლოებით 2 თვის მანძილზე იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში.
36 წლის რამაზ ბეღელურმა მედიასთან პირველი კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა, მან თქვა, რომ ოჯახმა ჯარიმა ორჯერ გადაიხადა, თუმცა ამჯერად თანხა არ გადაახდევინეს.
"სასამართლოები მიდიოდა, ექიმი ყურადღებას გვაქცევდა. გახელაძე მე-3 სართულზეა, შეხვედრები ვერ ხვდებოდა, ვიცით, რომ ცუდადაა ბიჭი, ნერვიულობის გამო. ბესტაევს ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაუკეთეს, ის კარგადაა. მოქცევა კარგია.
[გახელაძე] ნერვიულობით, ცოლ-შვილი, მშობლები, მაგის დარდშია სულ. საუბარი ვერ მოვასწარი", - თქვა რამაზ ბეღელურმა.
მისივე განცხადებით, გენადი ბესტაევს კიდევ ერთი წელი აქვს მისჯილი დე ფაქტო სასამართლოს მიერ.