ჩემი აზრით, პოზნერი შედის იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა - ინჯია

გამოქვეყნდა:

"გუშინ მოხდა ამაზრზენი ფაქტი. ვინ არის პოზნერი? პოზნერი არის ამერიკის მოქალაქე, საფრანგეთის მოქალაქე, ისრაელის მოქალაქე და რუსეთის მოქალაქე. ჩემი აზრით ის შედის იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია "ნაციონალური მოძრაობა" და მისი განშტოებები, რომელიც არის აქ, საქართველოში. მის უკან დგას რუსეთის გარკვეული წრეები. მე არა მგონია, რომ ეს 87 წლის კაცი იყოს მონაწილე, მაგრამ, იმ 50 კაცში, რომელიც მასთან ერთად ჩამოვიდა ... ეს იმ სცენარის გაგრძელებაა, რაც იყო 2019 წელს. კერძოდ, მე მაქვს მხედველობაში გავრილოვი. ის გავრილოვის ღამე იყო, გუშინ იყო პოზნერის ღამე. რამ გამოიწვია ეს? საიდან მოდის ეს? ეს მოდის 2003 წლიდან"

ამბობს "ევროპელი სოციალისტების" წევრი ფრიდონ ინჯია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტისა და შემდეგ გავნითარებული მოვლენების შეფასებისას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი