
ეს იყო რუსულ ნაცმოძრაობის პროტესტი - ირაკლი კობახიძის მორიგი თავდასხმა ოპოზიციაზე.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე პუტინის მეგობრების ჩამოყვანასთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვერ ხედავს და ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერს.
მან პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთის ინტერესების გატარებაში ნინო ბურჯანაძე "მთელი ოჯახით", ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია.
პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ საქარველოში რუსულ საქმეს და რომლებიც არიან შემჩნეული ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთთან - ამბობს კობახიძე.
პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე, რომლის თანამდებობაც გავრილოვის ჩამოყვანას შეეწირა, 2016 წელს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ, "უსუფაშვილისა და ნაცმოძრაობის შეთანხმებით" საქართველოში რუსეთის დუმის 6 დეპუტატი ჩამოვიდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული ჰქონდათ, თუმცა ეს ფაქტი მაინ, როგორც კობახიძე ამბობს, არავის გაუპროტესტებია.
გახსოვთ თქვენ გიგი წერეთლის მადლობა კოვალიოვის მიმართ, ეფესბეს ყოფილი დირექტორის მიმართ - ამბობს კობახიძე.
პარტიის თავმჯდომარეს არც სამოქალაქო აქტივისტები დავიწყებია:
მქარაშვილი? ვინ არის მაქარაშვილი? გულუას ყოფილი პრესსპიკერი, ვინ არის დიღმელაშვილი? თავის დროზე აპროტესტებდა ბუშის ქუჩის გახსნას საქართველოში, ვინ არის ელენე ხოშტარია? რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი" ამბობს "ოცნების" პარტიის მმართველი.
ირაკლი კობახიძეს აინტერესებს - ელენე ხოშტარია საიდან იგებს ასეთ ვიზიტებს - ელენე ხოშტარია საიდან იგებს?! მესიჯების სქრინები რომ ჰქონდა, გამართული რუსულით დაწერილი... ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად"
მისივე თქმით, ოპოზიციას პროტესტი არც მაშინ ჰქონია, რომ ენმ-ს წინასაარჩევნო კამპანიისას, პარტიის პირველმა ნომერმა "თბილისო" რუსულად შეასრულა.
რადგან სამართლებრივად, ამოსავალი წერტილი არის „ოკუპაციის შესახებ კანონი“. თუ იქნება სურვილი გავმართოთ დისკუსიები, როდესაც ადამიანი აკეთებს მიუღებელ განცხადებებს, ის შეიძლება შემოვიდეს თუ არა. ვისმეჯლოთ ამაზე, მაგრამ მანამდე ვიმსჯელოთ, როდესაც ნინო ბურჯანაძე აკეთებდა უარეს განცხადებებს და დღეს რჩება ქართულ პოლიტიკაში და ზის „ნაცმოძრაობის“ ოფისში, ის უნდა დარჩეს თუ არა ქართულ პოლიტიკაში. როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი იყო მხილებული მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობაში, ამაზე მტკიცებულებები გაგზავნილია ყველგან და ყველაფერში, ის შეიძლება იჯდეს თუ არა „ნაცმოძრაობის“ ოფისში. ელენე ხოშტარია, რომელიც არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, უნდა იჯდეს თუ არა „ნაცმოძრაობის“ ოფისში და უნდა იყოს თუ არა ქართულ პოლიტიკაში. ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ჩააბარა რუსეთის ფედერაციას ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი და შემდეგ თავის ხელით მოაწერა დოკუმენტს ხელი - ამბობს კობახიძე.