სავარაუდო უკანონო მიყურადება - სალომე სამადაშვილის საქმე ომბუდსმენის ანგარიშში

გამოქვეყნდა:

ენმ-ს წევრის, სალომე სამადაშვილის პირადი საუბრების სავარაუდო მიყურადების საქმე ერთ- ერთია, რომელიც ომბუდსმენის 2020 წლის ანგარიშში მოხვდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩანაწერების გასაჯაროების შემთხვევებზე არ მიმდინარეობს ეფექტიანი გამოძიება

საანგარიშო პერიოდში პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფის სხვადასხვა შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის იყო საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის სავარაუდო უკანონო მიყურადების, აგრეთვე ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სავარაუდო მიყურადების შემთხვევები. მიუხედავად სახალხო დამცველის მოთხოვნისა, კონფიდენციალური საუბრებისა და ჩანაწერების გასაჯაროების შემთხვევებზე არ მიმდინარეობს ეფექტიანი გამოძიება, რასაც საბოლოოდ დამნაშავის გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა უნდა მოჰყვეს - წერია ომბუდსმენის ანგარიშში.

თავად სამადაშვილმა კი გამოქვეყნებული ანგარიშიდან შეიტყო, რომ მისი ფარული მიყურადების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ენმ-ს წევრი ამბობს, მას არავინ დაკავშირებია და არც ობიექტურად გამოძიების იმედი აქვს:

კომიკურია, იმიტომ, რომ გაოცებული დავრჩი იმით, რომ გამოძიების ფაქტი საერთოდ მიმდინარეობს უკანონო მიყურადება - ჩაწერაზე ჩემ საქმესთან დაკავშირებით იმიტომ, რომ არავინ არ დამკავშირებია, არავის არ დაუსვამს შეკითხვა, არავის არ უცდია, რომ დაედგინა სად მოხდა ამ საუბრების ჩაწერა და მიყურადება იმიტომ, რომ თავის თავს ხო არ გამოიძიებს "ქართული ოცნება"

მე მადლობელი ვარ ნინო ლომჯარიასი რომ მან ამ საქმეზე ძალიან მტკიცე განცხადება გააკეთა და შეიტანა მის ანგარიშში. ცხადია არანირი მოლოდინი არ მაქვს, რომ ამ საკითხს გამოიძიებს ვინმე" ამბობს სალომე სამადაშვილი.

2020 წლის 6 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოქვეყნდა უკრაინულ ვებ-გვერდზე განთავსებული ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ ფიგურირებენ ქართველი პოლიტიკოსები, მათ შორის იყო საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის პირადი კომუნიკაციის ამსახველი აუდიო ჩანაწერი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი