ვლადიმერ პოზნერი, რომელმაც თბილისში დიდი სურვილის მიუხედავად, დაბადების დღე ვერ გადაიხადა, მომხდარზე წერს, რომ ყურადღების მიქცევა არ ღირს. პოზნერი რუსულ მედიას მიმართავს და იმ მიზეზს ასახელებს, რის გამოც თბილისში მომხდარზე კომენტარებს არ აკეთებს:
მინდა ავხსნა, რატომ არ მიმიცია კომენტარი თბილისში მომხდარზე და არ მიმიღია ვინმეს მიწვევა გადაცემაში მოსვლის შესახებ.
ახსნა მარტივია და როგორც მეჩვენება, აშკარაა: ადამიანები, რომლებმაც ეს ალიაქოთი მოაწყვეს, ყურადღების ღირსი არ არიან. დიდი პატივია. ამიტომ ჩუმად ვარ და გავჩუმდები" წერს ის.