
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციის განცხადებით, დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და დიღომი 8-ის ტერიტორიაზე, რამდენიმე შენობა-ნაგებობისა და კონსტრუქციის დემონტაჟი დაიწყეს.
"ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი თვის წინ მოკვლევა დაიწყო", - წერია უწყების განცხადებაში.
მუნიციპალური ინსპექცია აცხადებს, რომ შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო აშენებული.