
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხს" პრესსამსახური უდასტურებს.
კარლ ჰარცელს სამუშაო შეხვედრა პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ჰქონდა. უცნობია რა თემები განიხილეს მათ.
ამ დრომდე მედიასთან რომელიმე მხარეს კომენტარი შეხვედრასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.