დღევანდელი, 2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 13 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 798 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 326 ადამიანი კი გამოჯანრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 130 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 104 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,8 მილიონზე მეტი.