"საერთაშორისო გამჭვირვალობა" მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასებას აქვეყნებს. ორგანიზაცია წერს, რომ ამ მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით 20 დეპუტატს საერთოდ არ უსარგებლია.
მე-9 მოწვევის პარლამენტის "უტყვი" დეპუტატები იყვნენ:
- რუსლან გაჯიევი
- ვალერი გელაშვილი,
- პაატა გოგოხია,
- ელგუჯა გოცირიძე,
- მახირ დარზიევი,
- მუხრან ვახტანგაძე,
- ჯუმბერ იზორია,
- ზაზა კედელაშვილი,
- თეიმურაზ კოხრეიძე,
- იოსებ მაკრახიძე,
- სამველ მანუკიან,
- ენზელ მკოიანი,
- რომან მუჩიაშვილი,
- რამაზ ნიკოლაიშვილი,
- დიმიტრი სამხარაძე,
- ერეკლე ტრიპოლსკი,
- გოდერძი ჩანქსელიანი,
- ირაკლი ხახუბია,
- ვიქტორ ჯაფარიძე,
- ლევან ბეჟანიძე.
გარდა ამისა, მაგთგან 3 დეპუტატს - ზაზა კედელაშვილს, ენზელ მკოიანსა და რამაზ ნიკოლაიშვილს არც მე-8 მოწვევის პარლამენტში უსარგებლიათ სიტყვით გამოსვლის უფლებით.
TI- წერს, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში აქტიურობით შემდეგი წევრები გამოირჩეოდნენ:
- სიტყვით გამოსვლის ყველაზე მაღალი რაოდენობა - ეკა ბესელია (813)
- ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი - სერგი კაპანაძე (454)
- ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი - ანრი ოხანაშვილი (262)
- ყველაზე მეტი მიღებული კანონის ავტორი - ანრი ოხანაშვილი (215)
- პლენარული სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა - კობა ნაყოფია (163)
- პლენარული სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა - შოთა შალელაშვილი (33)
- კომიტეტის სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა - გიორგი ბოკერია (157)
- კომიტეტის სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა - ნატო ჩხეიძე (40)