"მმართველ პარტიას ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს" - ვიოლა ფონ კრამონი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა საქარველოში არაოფიციალური ვიზიტითაა ჩამოსული, "მთავარ არხთან" ინტერვიუში საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს და ამბობს, რომ შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უმნიშვნელვანესია.

რა თქმა უნა ეუთო/ოდირის რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. მე თავიდანვე უარყოფითად ვიყავი განწყობილი ბოიკოტის მიმართ და ვუთხარი კიდეც ოპოზიციის წევრებს, რომ ეს არასწორი ქმედება იქნებოდა. სჯობს პარლამენტიდან იბრძოლო, ვიდრე ქუჩაში. ამავე დროს, მმართველ პარტიას ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს.

ორივე მხარემ უნდა იპოვოს ძალა რომ კომპრომისზე წავიდეს. ქართველ ხალხს არ აინტერესებს ვინ გადადგამს ამ პირველ ნაბიჯს. მათთვის მთავარია, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. როგორი შეთანხმება მოხდება, არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია რომ ქვეყანა ისევ ისე ფუნქცინირებდეს როგორც ადრე" ამბობს კრამონი "მთავარ არხთან"

სრული ინტერვიუ "მთავარის" 21 საათიან გამოშვებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი