
"ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ შეხვედრებს ეხმაურება. ამბობს, რომ ამ შეხვედრაზე ოპოზიცია პრიორიტეტული ულტიმატუმებით იყო, რამაც შეთანხმების ჩაშლა გამოიწვია.
უკვე იქ დამთავრდა მოლაპარაკება...ულტიმატუმები იყო პრიორიტეტული, მათი მხრიდან დაყენებული, ამის შემდეგ მოლაპარაკება ფიზიკურად არ მივიდა იქამდე, რომ ეს სხვა მცირე დეტალები განხილულიყო. ჩვენ ხელს ვაწერდით დოკუმენტს, 3-4 შენიშვნაზე იყო საუბარი, რასაც ოპოზიციაც კი ვერ გაქეცეოდა და დათანხმდებოდა, აქედან გამომდინარე არათუ ხელმოწერასთან მივიდა საქმე, არამედ, არც კი გაგრძელდა მსჯელობა. რადგან მეორე მხრიდან იყო დაყენებული პროორიტეტულად ულტიმატუმები, - ამბობს მდინარაძე.