
დარწმუნებული ვარ, გია ვოლსკი გაღიზიანებულია იმ მოვლენებზე, რა მოვლენებიც იყო, მისი თანამოაზრე (ვლადიმერ პოზნერი) იყო ჩამოსული რუსეთიდან და ალბათ ვერ გვპატიობს მის გაგდებას ქვეყნიდან - სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" გია ვოლსკის იმ უცენზურო ჟესტს აფასებს, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატმა დღეს ახალგაზრდებს აჩვენა.
ბიძინაშვილი მამუკა მდინარაძის განცხადებასაც აფასებს, სადაც "ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე წინა ხელისუფლებაზე საუბრობს. ბიძინაშვილი მდინარაძეს პოლიტიკურ წარსულს ახსენებს
თუ მართლა ის ფიქრობდა, რომ 2008 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ რაღაც ისეთს მოაწერა ხელი, რაც ამ ქვეყნისთვის იყო დამღუპველი, მაშინ 2012 წლამდე რატომ იყო ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად და 2012 წელს არჩევნებზე რატომ იჯდა კრწანისის ოფისში და რატომ ეხმარებოდა ნაციონალურ მოძრაობას, თუ ის ასე ფიქრობდა და ახლა არ გადავიდა რიტორიკაზე, რომლითაც ის გველაპარაკება და ახლა მისი სკამისთვის თუ არ იბრძვის, ახლა რატომ აკეთებს ამ განცხადებას" ამბობს ბიძინაშვილი "დღის სტუმრის" ეთერში.
გია ვოლსკის შეურაცხმყოფელი ჟესტი - აქცია "ოცნების" ოფისთან