დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 804 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო  215 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 130 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 105 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,8 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი