ოპოზიცია, დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეიკრიბება

გამოქვეყნდა:

კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების საბოლოოდ ჩაშლის შემდეგ, ოპოზიცია "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, პირველად დღეს შეიკრიბება.

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით დაწყებული დიალოგი უნდა გაგრძელდეს, თუმცა მსჯელობა მხოლოდ 2 მთავარ საკითხზე გაიმართოს - ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტ პატიმრების - ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე.

"ოპოზიციამ დაიწყო მზადება 15 მაისის აქციისთვის, შესაბამისად, ძალიან ბევრი საკითხია, რომელზეც კოორდინაცია უნდა მოხდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის. რათა მაქსიმალურად მობილიზაცია გავუკეთოთ საზოგადოებას, აღნიშნულ საპროტესტო აქციებზე. ვხედავთ, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ბიძინა ივანაშვილი არ აპირებს უვადოდ მიტაცებული პოლიტიკური ძალაუფლების დათმობას", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.

ოპოზიციის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე აქციების სამოქმედო გეგმას განიხილავენ და ჩაშლილ მოლაპარაკებებზეც იმსჯელებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი