სირაძე, მემანიშვილი მოვიდეს და გაგვცეს პასუხი რატომ ვერ ვდგამთ სცენას - აქტივისტები

გამოქვეყნდა:

"დაასრულე კომენდანტი!" - თბილისში დღეს, 3 აპრილს დაუმორჩილებლობის კიდევ ერთი აქცია გაიმართება. აქტივისტები, პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისის სხვადასხვა უბნებიდან მსვლელობით წამოვლენ, რომელიც პარლამენტის წინ აქციიტ დასრულდება. 

რუსთაველის გამზირზე უკვე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. ისინი "სირცხვილიას" აქტივისტებს ადგილზე სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ სცენა სამანქანო მოძრაობას ხელს არ უშლის.

"ვითხოვთ, აქ, მათ შორის მოვიდნენ ვაჟა სირაძე, გოგა მემანიშვილი, კამერების წინ, მათ შორის სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად უბრალოდ გაგვცენ პასუხი კანონის ფარგლებში რა მიზეზი არსებობს, რის გამოც ამბობენ, რომ აქ დაუშვებელია გაიმართოს პროტესტი, მოვიდნენ, დაგველაპარაკონ, აქ ვართ რიგითი მოქალაქეები, ესაა ჩვენი მოთხვონა", - თქვა ერთ-ერთმა ორგანიზატომრა, გიორგი მჟავანაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 17:00 საათიდან, თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე და ასევე, ბათუმსა და ქუთაისში "დაასრულე კომენდანტი", ამ სახელით საპროტესტო აქცია/მსვლელობა გაიმართება. მოქალაქეები, კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს გააპროტესტებენ და ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას მოითხოვენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი