"ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ის ცოტა ხნის წინ სამების საკათედრო ტაძარში ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.
ბიძინა ივანიშვილმა სამების საკათედრო ტაძარი კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვა.
ცნობისთვის, ანსამბლ "რუსთავის" დამაარსებელი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში 31 მარტს გარდაიცვალა. მას მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ.