უმრავლესობის პასუხისმგებლობა ცა და დედამიწაა უმცირესობასთან შედარებით - უგულავა

გამოქვეყნდა:

"როდესაც ორივე მხარე აღარ იქნება მოსაწოდებელი და მეორე მხარე აღარ იქნება, ჩვენ უკვე საქართველოში კი არა ბელარუსში ვიქნებით", - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა, ჩაშლილ მოლაპარაკებებსა და მმართველი გუნდის მიერ, ევროპარლამენტარების წერილზე გაკეთებულ განცხადებებს.

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრის დაწყებამდე, გიგი უგულავამ ასევე თქვა, რომ შექმნილ ვითარებაში ხელისუფლების პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია და მისი ოპოზიციასთან გატოლება არ შეიძლება. 

"ღმერთმა ნუ ქნას საქართველოში იყოს ის სიტუაცია, როდესაც ჩვენი მეგობრები და პარტნიორები აღარ იტყვიან, მოვუწოდებთ ორივე მხარეს. როდესაც ორივე მხარე აღარ იქნება მოსაწოდებელი და მეორე მხარე აღარ იქნება, ჩვენ უკვე საქართველოში კი არა ბელარუსში ვიქნებით. ასევე, ძალიან ბრიყვულად გამოიყურება სახელისუფლებო პროპაგანდა, როდესაც ჩაბღაუჭებულია ამ ორივე მხარეზე და უნდა, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა რამენაირად გაუტოლოს ოპოზიციის პასუხისმგებლობას. აქვე შეგახსენებთ, დემოკრატია, მეგობრებო, მუშაობს ასე - უმრავლესობის პასუხისმგებლობა ცა და დედამიწაა უმცირესობის პასუხისმგებლობასთან შედარებით", - ამბობს უგულავა.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული უშედეგო ორმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ, ოპოზიცია ამ წუთებში კონსულტაციებისთვის "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში პირველად იკრიბება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი