ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მმართველ გუნდს მოუწოდებენ, რომ ევროპარლამენტის განცხადებებს ყურადღებით მოეკიდონ. მათ დღეს გაიხსენეს მოლდოვის მაგალითი და აღნიშნეს, რომ თუ "ოცნებამ" მსგავსი მიდგომა გააგრძელა ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება.
"ევროპარლამენტარების გზავნილი ნათელია, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა ორივე მხარეს არის, თუმცა უპირატესი პასუხისმგებლობა რომ ხელისუფლებისაა, რადგან ის ხელისუფლებაა და მეტი ბერკეტი აქვს ამაზე ყველა თანხმდება", - თქვა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ სანქციების საფრთხე რეალურია, რადგან საქართველოში დასავლეთმა დიდი ფული ჩადო რეფორმებისთვის, რომელიც წყალში იყრება.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ოპოზიცია ჩაშლილი მოლაპარაკებების მე-2 რაუნდის შემდეგ პირველად "ლეიბორისტული პარტიის" ოფისშია შეკრებილი.