
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამახვანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს და მოქალაქეებს მოუწოდებს არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებით კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს. უსაფრთხოების მიზნით რიონის ხეობაში, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად", - წერია უწყების განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიო კავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. ამავე თემაზე: