
ოპოზიციამ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით შესაძლოა კიდევ მიმართოს. არ გამოირიცხება საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებაც.როგორც ოპოზიციის დღევანდელი შეკრების დასრულების შემდეგ სერგო ჩიხლაძემ თქვა, დღეს ამ თემაზეც იმსჯელეს, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ:
ამაზე იყო მსჯელობა. საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენმა კოლეგებმა გამოთქვეს აზრი, რომ ხელახლა ხომ არ შევიტანოთ ეს საკითხი. ამაზე მსჯელობა არ დასრულებულა. კიდევ არის ერთი ვარიანტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ რატომ არ უქმდება მანდატები - ამბობს