"კომპრომისზე ყველა უნდა წავიდეს, თუმცა პირველ რიგში საუბარი მმართველმა პარტიამ უნდა დაიწყოს", - ამბობს საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას "მთავარ არხთან".
მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა კარგად უნდა გაიაზრონ ის შეთავაზება, რაც კრისტიან დანიელსომა მოლაპარაკების მაგიდასთან დადო.
"ჩემი აზრით, კომპრომისზე ყველა უნდა წავიდეს. პოლიტიკურ პარტიებს ვალდებულება აქვთ, კარგად გაიაზრონ კრისტიან დანიელსონის შეთავაზება, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დადო. ევროპას, და ზოგადად დასავლეთს სურს საქართველო წარმატებით გაუმკლავდეს არსებულ სხვადასხვა გამოწვევას. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულება და უმნიშვნელოვანესია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია შეთავაზებაზე ყურადღებით დაფიქრება და მაქსიმუმის გაკეთება კომპრომისის მისაღწევად. კომპრომისზე ყველა უნდა წავიდეს, თუმცა პირველ რიგში საუბარი მმართველმა პარტიამ უნდა დაიწყოს. ბევრი ფიქრობს, რომ პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას და მე მესმის ამის თქმის საფუძველი. მმართველ პარტიას უფრო დიდი ვალდებულება აქვს წესრიგის დამყარების პროცესში", - ამბობს დიეგო კოლასი.
ელჩმა მოლაპარაკების გაგრძელების შესაძლებლობებზეც ისაუბრა და თქვა, რომ "ამ ეტაპზე, პოლიტიკურ პარტიებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი დაახლოონ პოზიციები და მიაღწიონ შეთანხმებას".