
აქციის მონაწილეები უკვე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ არიან. ხალხმრავლობიდან გამომდინარე, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. აქციის ორგანიზატორები სპეციალური აპარატურის დამონტაჟებას აპირებენ.
სამოქალაქო აქტივისტები კომენდანტს საათს აპროტესტებენ და გაუქმებას ითხოვენ, ისინი მთელი ღამის განმავლობაში, დილის ხუთ საათამდე, დაარღვევენ ამ შეზღუდვას. პარლამენტის წინ ელექტრონული მუსიკის კონცერტი იგეგმება.
ადგილზე სიმბოლურად გალიაში გამოკეტილი ხელისუფლების წარმომადგენლების ფოტოები მიიტანეს.