საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მოითხოვონ ისეთი არჩევნები, როგორიც სომხებმა ჩაატარეს 2018 წელს - ჯორჯ კენტი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მოსთხოვონ ხალხს, რომლებიც არჩევნებს უწევენ ადმინისტრირებას, რატომ არ შეიძლება ჩვენც ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, როგორიც სომხებმა ჩაატარეს - განცხადებას ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯორჯ კენტი ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში აკეთებს:

როგორც ცოტა ხნის წინ, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ ქართველებს ვუთხარი, სომხეთმა, ქვეყანამ რომელსაც სუფთა არჩევნები ბოლო 25 წლის მანძილზე არ ჰქონია, 2018 წელს ჩაატარა არჩევნები, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო იყო. თუ ამის გაკეთება სომხეთს ახლა შეუძლია, საქართველოს ეს უკვე ბოლო 15 წელია შეუძლია. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მოსთხოვონ ხალხს, რომლებიც არჩევნებს უწევენ ადმინისტრირებას, ხალხს, რომლებსაც ისინი ირჩევენ, რატომ არ შეიძლება ჩვენც ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, როგორიც სომხებმა ჩაატარეს. და თუ ეს ასე არ არის, ხალხს აქვს უფლება კითხვები გაუჩნდეს იმაზე, იყო თუ არა მთავრობის განზრახვა, არ ჩაეტარებინათ ყველაზე სუფთა და სამართლიანი პროცესი" ამბობს კენტი.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს, ის უკვე უნდა იქცეოდეს, ისე, როგორც ამ ინსტიტუტების წევრი.

"არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. არ უნდა არსებობდეს ზეწოლა სასამართლოზე, ბიზნესზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თუ ოპოზიციურ მედიაზე" - ამბობს ჯორჯ კენტი "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი