12 აპრილს საქართველოს მთავრობას გასასტუმრებელი აქვს ევრო ფონდების ვალი, 500 მლნ დოლარი. ასეთ ვალებს როგორც წესი ყველა ქვეყანა ახალი ობლიგაციების გამოშვებით ფარავს, ანუ კიდევ ერთხელ იღებს ვალს და ძველს ისტუმრებს და ა.შ. ამას აკეთებს აშშ უკვე 200 წელია.
ასე იყო დაგეგმილი ჩვენს შემთხვევაშიც, მაგრამ უკვე ყოფილმა მინისტრმა ამოცანას თავი ვერ გაართვა. გვრჩება ორი გზა: 1. შეგვიძლია თავი გაკოტრებულად გამოვაცხადოთ, ფული არ გადავიხადოთ და 2. გადაიხადო, მაგრამ საიდან?
ერთი გზა ბიუჯეტია, თუმცა იქ ამის საშუალება არაა. ფინანსთა სამინისტროში სერიოზულად ფიქრობენ ბიუჯეტის სეკვესტრზე, რაც 90-იანების შემდეგ აღარ გვინახავს, და მეორე გზა - რეზერვები, საიდანაც "ქართული ოცნება" ფულის აღებას აპირებს.
რეზერვი ახლა 4 მლრდ დოლარზე ოდნავ მეტია, მაგრამ 12 აპრილის შემდეგ ის 3.5 მლრდ-მდე შემცირდება, ანუ სებ-ს გაცილებით მცირე რესურსი რჩება, შეინარჩუნოს ლარის კურსი.
თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე, უფრო და უფრო იზრდება ფინანსთა უკვე ყოფილი მინისტრის მოადგილეების ქონება.
სოსო რამიშვილი- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი.
რამიშვილმა დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში 2017 წელს 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი 54 000 ამერიკულ დოლარად იყიდა. დააპროექტა და ნაკვეთზე ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ერთნაირი ინდივიდუალური ორსართულიანი საცხოვრებელი სახლები ააშენა.
2018 წელს, 115 000 ამერიკულ დოლარად ააშენა ფეშენებელური სახლი მაშინ, როდესაც მისი და მისი მეუღლის ყოველწლიური ხელფასი 2019 წელს 106 000 ლარს არ აღემატებოდა.
მიწას 2 მესაკუთრე ჰყავს, ქონების 50% რამიშვილისაა, დანარჩენი 50 -ვინმე მიხეილ რომაშვილის. კითხვებზე პასუხებისთვის ადგილზე მისულებს რამიშვილი სახლში დაგვხვდა, მეორე მესაკუთრემ კი პასუხები არ გაგვცა.
დიღომში, მდიდარი ხალხის დასახლებაში 1100 კვ.მ ფართი ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ცოტნე ყავლაშვილის საკუთრებაშია. მდიდრული საცხოვრებლის პროექტი არქიტექტურის სამსახურში დამტკიცებულია და ფეშენებელურ სახლის მშენებლობას მინისტრის მოადგილე მალე დაიწყებს.
როგორ და რა ქონებით აიშენებს სახლს ცოტნე ყავლაშვილი, მაშინ როდესაც ცოლ-ქმარს 1 წლის განმავლობაში ხელფასის სახით აღებული აქვთ 142 000 ლარი უცნობია.
ფინანსთა მინისტრის კიდევ ერთი მოადგილის - გიორგი კაკაურიძე სოფელ შინდისში 600 კვ.მ-ის ნაკვეთზე სახლს მალე აიშენებს. პროექტი დასრულებულია . ტერიტორია კაკაურიძის მეუღლეს, ადა ექიზაშვილს ეკუთვნის, რომელიც ცესკო-ში უფროსი სპეციალისტია. მათი შემოსავალი წელიწადში ჯამში 124 859 ლარია.
მიწის ნაკვეთში 2020 წელს 100 000 ლარი გადაიხადეს.
ახალი მინისტრის, ლაშა ხუციშვილის დეკლარაციაში კი არც მისი და არც მისი მეუღლის სახელზე არ ირიცხება არანაირი ქონება. ხუციშვილი დეკლარაციაში წლების განმავლობაშ იცვლება შვილების რაოდენობა და ავტომობილი.