მტკიცედ გვაქვს განზრახული NATO-ს სრულფასოვანი წევრობა - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების 72 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ საქართველო ალიანსის  წევრობისთვის აქტიურ მუშაობას აგრძელებს.

"დღეს ჩვენ NATO-ს 72-ე იუბილეს ავღნიშნავთ. დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და თავისუფლების დაცვა 7 ათწლეულზე მეტი წლის განმავლობაში.

საქართველო აგრძელებს აქტიური წვლილის შეტანას NATO-ს საქმიანობაში, იმის დასამტკიცებლად, რომ მტკიცედ გვაქვს განსაზღვრული ალიანსის სრულფასოვანი წევრობა"-წერს ღარიბაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი