„ოცნების“ გუნდი ოპონენტებს 2020-ის არჩევნებისთვის მზადებას ურჩევს, თუმცა, არც ვადამდელს გამორიცხავს - ოპოზიცია კი პოზიციებს არ თმობს

გამოქვეყნდა:

რიგგარეშე არჩევნებისა და ოპოზიციის მოთხოვნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილმა დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად იმსჯელეს.

საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილებს ბიძინა ივანიშვილი პირველად შეხვდა, მაგრამ მედიასთან კითხვებზე პასუხის გასაცემად ისევ არ გამოჩენილა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის ლიდერები განცხადებებში ღიად მიანიშნებდნენ, რომ „ოცნება“ ვადამდელ არჩევნებს უშვებს. სხვა შემთხვევაში კი, არჩევნები კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში - 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება, თუმცა მაჟორიტარული წესით და არა პროპორციული საარჩევნო სისტემით.

საპროტესტო აქციისა და ხმაურის ფონზე მიმდინარე უმრავლესობის სხდომის მიუხედავად, გაირკვა, რომ „ოცნებაში“ აქციის მონაწილეებს ითვლიან. უმრავლესობის ლიდერები დღეს ამტკიცებდნენ, რომ ქუჩაში რამდენიმე ათეული აქციის მონაწილე დგას.

„ოცნების“ ლიდერები ოპონენტებს ურჩევდნენ, დრო არ დაკარგონ და 2020-ის არჩევნებისთვის კამპანია დაიწყონ. გაირკვა, რომ „ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებების ე.წ. გერმანულ მოდელს არ განიხილავს და მომავალ წელს არჩევნები მაჟორიტარული სისტემით გაიმართება.

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ „ოცნება“ იძულებული გახდება ხალხის მოთხოვნები დააკმაყოფილოს და რიგგარეშე არჩევნები სწორედ პროპორციული წესით ჩაატაროს.

ბიძინა ივანიშვილს დღეს როსტომ მეფის სასახლეში საპარლამენტო თანამდებობები არ გადაუნაწილებიადემარშით წასული 12 დეპუტატის წასვლა ჯერ ოფიციალურად უნდა გაფორმდეს. ამის შემდეგ კი უმრავლესობამ 2 ვიცე სპიკერი და 3 კომიტეტის თავმჯდომარე უნდა დაასახელოს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი