"თუ დნეპრზე უკრაინამ ვერ შეაჩერა რუსეთი, მტკვარზე ჩვენ რუსეთს ვერ შევაჩერებთ"- ანალიტიკოსები ომის საფრთხეზე

გამოქვეყნდა:

აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო 24 საათის განმვალობაში რუსმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 10-ჯერ დაარღვიეს, რასაც 1 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ინციდენტი გნუტოვოსა და პესკის დასახლებულ პუნქტებში მოხდა. მიმდინარე პროცესებთნ დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა ეუთოს მონიტორინგი ჯგუფმა და რუსი ოკუპანტები მინსკის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

უკრაინის აღმოსავლეთით ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს სამხედრო წვრთნების „დასავლეთი 2021“ ჩატარება დააანონსა.

სროლებს 10-მდე უკრაინელი ჯარისკაცი უკვე ემსხვერპლა.

უკრაინაში მიმდინარე პროცესები კი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და გავლენა აუცილებლად ექნება - ამბობენ ქართველი ანალიტიკოსები.

მათი თქმით, ოფიციალური თბილისი ახლა განსაკურებით აქტიური უნდა იყოს დასავლელ პარტნიორებთან, უნდა გაავრცელოს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები და მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც სამომავლო გეგმებს დასახავენ, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე მსგავსი არაფერი გაუკეთებია, სტრატეგიული პარტნიორისთვის არც მხარდაჭერა გამოუცხადებია და მეტიც, უკვე თითქმის 1 წელია საქართველოს უკრაინაში ელჩიც არ ჰყავს. 

"ჩვენ უნდა ვიყოთ ბარიკადების სწორ მხარეს და ეს სწორი მხარე არის უკრაინასთან ერთად და დასავლეთთან ერთად" ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი, ალექსანდრე რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.

"დიდწილად საქართველოს ბედიც ამ კონფლიქტში შეიძლება გადაწყდეს და საქართველო უნდა იყოს უკრაინის მხარდამჭერი იმიტომ, რომ ერთ ბედ ქვეშ ვართ" -  ამბობს ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი.

"ბევრი ამბობს რომ თუ ომი დაიწყება არა ახლა, არამედ აგვისტოში, ტესტირების რეჟიმში არიან რუსები...თუ დნეპრზე უკრაინამ ვერ შეაჩერა რუსეთი, მტკვარზე ჩვენ რუსეთს ვერ შევაჩერებთ" - ამბობს გელა ვასაძე პოლიტოლოგი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი