"ოცნების" აქტივისტები, ბათუმში, ენმ-ს ოფისთან ცოცხებითა და სტიკერებით მივიდნენ

გამოქვეყნდა:

ხმაურია ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სადაც "ქართული ოცნების" აქტივისტები და მხარდაჭერები ცოცხებით და სტიკერებით მივიდნენ. მათ ასევე, ცოცხებზე გაკრული ჰქონდათ სტიკერები ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და აქტივისტების გამოსახულებით. "ოცნების" აქტვისტები ამბობენ, რომ ამით სამოქალაქო აქტივისტების გუშინდელ საქციელს აპროტესტებენ, როდესაც მათ მმართველი გუნდის ოფისზე სტიკერები გააკრეს.

მმართველი გუნდის მხარდამჭერები ასევე ამბობენ, რომ ამ საქციელით სამოქალაქო აქტივისტებს სამაგიეროს უხდიან.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, "ქართული ოცნების" აქტივისტებს ოფისზე სტიკერების გაკვრის საშუალება არ მისცეს. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი