29 წლის კაცი ბიძაშვილი ძმების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

გამოქვეყნდა:

იმერეთის პოლიციამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ორი მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობა ედება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად, თავის ნათესავ ძმებს - 1984 წელს დაბადებულ ა.მ.-სა და 1985 წელს დაბადებულ ა.მ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა, დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ცნობისთვის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში - კაცს ნათესავი ძმების მკვლელობას ედავებოდნენ. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი