პოლიცია "სირცხვილიას" ოფისში- ბათუმის ინციდენტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

ბათუმში, "სირცხვილიას" ოფისთან, პოლიციის მხრიდან აქტივისტების მიმართ, უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, 2021 წლის 4 აპრილს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, 2021 წლის 3 აპრილს ქ. ბათუმში, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან, საპროტესტო შეკრების მონაწილეთა მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით" - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, "სირცხვილიას" ინფორმაციით, 3 აპრილის ღამეს, პოლიცია მათი ორგანიზაციის ოფისში ძალის გამოყენებით შევიდა. სამართალდამცველებმა აქტივისტები დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი