"ოცნება" - 35%, "ენმ - ძალა ერთობაშია" - 18% - რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს? - IRI კვლევა

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ ქვეყანაში არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 35% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 18% კი ბლოკ ნაციონალური მოძრაობა - "ძალა ერთობაშია"-ს.

სხვა პარტიების შესახებ მონაცემები კი ასეთია:

  • "ევროპული საქართველო" - 3%;
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 3%;
  • გირჩი - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 2%;
  • პატრიოტთა ალიანსი - 2%;
  • ლეიბორისტული პარტია - 2%;
  • მოქალაქეები - 2%;
  • ლელო -1%;
  • სხვა პარტიები - 1%;
  • არცერთი - 10%;
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 15%.

კვლევა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტს წარმოადგენს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75%.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი