ფინანსთა ყოფილი მინისტრი ვანო მაჭავარიანი სახლშია. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის კლინიკაში ფიზიკური დაზიანებებით გადაიყვანეს, არ ადასტურებს და ამბობს, რომ რამდენიმე კვირის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მინისტრი იყო, ცხვირის ძგიდის ოპერაცია გაიკეთა.
კარგი მდგომარეობა მაქვს, ჯანმრთელი. თუ არ შემაწუხებთ, კიდევ უკეთესად ვიქნები. არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, მე განცხადება გავაკეთე და მივეცი უკვე, ჩემი მინისტრობის პერიოდში იყო პოლიპის მოწვა და ძგიდის რაღაცნაირი ჩარევა იყო, სანამ გადავდგებოდი იმ პერიოდში. და რატომ ატყდა ეს ამბავი დღეს, ვერ გეტყვით. შემოწმებაზე ალბათ მერეც ვიქნებოდი სანახავად, მერე, მაგრამ დღეს რა შუაშია ეს, არ ვიცი. რამდენიმე კვირის ამბებს მეკითხებით, - ამბობს მაჭავარიანი.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანო მაჭავარიანი კლინიკაში გადაიყვანეს.
ვანო მაჭავარიანმა თანამდებობა 31 მარტს დატოვა.