საფლავებიდან ამოთხრილი წმინდანები და განადგურებული ტაძარი - ოკუპანტების ვანდალიზმი იკორთაში

გამოქვეყნდა:

ვანდალიზმი და წმინდანთა შეურაცხყოფა. ერთმორწმუნე რუსეთის არაადამიანური დანაშაული ოუპირებულ ქართლში - ქართველების ეროვნული გმირების და მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ბიძინა ჩოლოყაშვილისა და შალვა და ელიზბარ ერისთავების საფლავები გაძარცვულია, წმინდანთა ნეშტები კი მოპარული. ეს საზარალი დანაშაული 2008 წლის ომის შემდეგ მოხდა, თუმცა საზოგადოებისთვის ფაქტი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

"მთავარმა არხმა" დღეს ექსკლუზიურად გადაიღო მიტოვებული ტაძრის კადრები და გაარკვია, რა ბედი ეწია წმინდანთა ნეშტებს. ერთადერთი კითხვა, რომელზეც ამ დრომდე პასუხი არ გვაქვს, უკავშირდება ამ ვანდალურ ფაქტსა და ქართული კვალის უმოწყალო წაშლის მცდელობაზე საქართველოს ხელისუფლებისა და ეკლესიის რეაქციას. ჩვენთვის ცნობილია, რომ ხელისუფლებაც და საპატრიარქოც წლებია ინფორმირებულია, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. 

ნინუცა კეკელიას რეპორტაჟი: "გადასვენებული წმინდანები"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი