ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების ოფისებზე თავდასხმები და ძალადობრივი კამპანია ბოლო დღეებია გაააქტიურეს. ოცნებამ იერიში ოპონენტებზე მას შემდეგ მიიტანა, რაც ოპოზიციამ 15 მაისის აქცია და რეგიონებში გასვლა დააანონსა. ბიძინა ივანიშვილის გუნდი მმართველობიდან 9 წლისთავზე ისევ ცოცხების აქციებს აორგანიზებს და ისევ მთავარი ოპოზიციური პარტიის დასრულებაზე საუბრობს.
ოცნებისგან წახალისებული ძალადობის სათავეში ისევ ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძეა. სირცხვილიას ბათუმის რეგიონალურ ოფისზე თავდასხმის შემდეგ მან ამ ორგანიზაციის განცხადება გააზიარა და ინციდენტში მონაწილე ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეაქო.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევა, ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობას ახასიათებს და დაბრუნებისთანავე მან ჩვეული ტაქტიკა აამოქმედა.