ირაკლი ფანგანის ცემაში ბრალდებული დააკავეს

გამოქვეყნდა:

ირაკლი ფანგანის ცემის ბრალდებით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. დაკავებულია 1997 წელს დაბადებული ნ.დ. რომელსაც ბრალად ძალადობა ედება და 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ი.ფ.-ს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად იძალადა მასზე, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს." ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

რუსთაველზე, კარვების ქალაქთან, კომენდანტის საათის დროს, სამოქალაქო აქტივისტს სცემეს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი