მოახდინოს შსს-მ სწრაფი რეაგირება დაკავებასა და ჯანმრთელობის დაზიანებაზე - საია ბუბა ჩივაძის საქმეზე

გამოქვეყნდა:

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ქუთაისის მერიაში დაკავებული ჟურნალისტის, ბუბა ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას ითხოვს. განცხადება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" Facebook-გვერდზე ვრცელდება. 

კოალიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, გაასაჯაროვოს საქმის დეტალები და მოახდინოს რეაგირება ჟურნალისტის დაკავებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, დღეს ქუთაისის მერიის შენობაში "ქუთაისი თუდეის" რედაქტორმა მერის კაბინეტთან შიმშილობა გამოაცხადა, რა დროსაც საპატრულო პოლიციამ ის შენობიდან იძულებით გაიყვანა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტს ბორკილები დაადო და საპატრულო პოლიციაში გადაიყვანა, სადაც სასწრაფო გამოიძახეს და ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბუბა ჩივაძემ მერთან შესვლას ითხოვდა, თუმცა, მისი თქმით, მერიის დაცვამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

ჟურნალისტს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის 173-ე მუხლი წარუდგინეს, რაც პოლიციელის კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი